ახალგორში თამარ მეარაყიშვილის მშობლების სახლი გაჩხრიკეს

28.01.26 16:21
ახალგორში თამარ მეარაყიშვილის მშობლების სახლი გაჩხრიკეს

ახალგორში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის მიერ გამოძევებული სამოქალაქო აქტივისტიის, თამარ მეარაყიშვილის მშობლების სახლი გაჩხრიკეს.  როგორც მეარაყიშვილი ამბობს, მათ სახლში უცნობი პირები მივიდნენ, გაჩხრიკეს და ხანდაზმულ მშობლებს ტელეფონები ჩამოართვეს.

„შეწყვიტეთ ეს განუკითხაობა. რაც ჩემს მშობლებსა და ოჯახს შეიძლება დაემართოს, გთხოვთ ალან ედუარდოვიჩ გაგლოევს დააბრალოთ. ჩემს წინააღმდეგ მოქმედება მან იმიტომ დაიწყო, რომ გამოვავლინე მისი ჩინოვნიკების მიერ ჩვენს რაიონში განხორციელებული კორუფციული სქემები. ჩემი ყველა განცხადება და ფაქტი ეფუძნება როგორც რუსეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის აუდიტის შედეგებს“, -განაცხადა მეარაყიშვილმა.

როგორც რადიო თავისუფლების პროექტის „ეხო კავკაზასთვის“ გახდა ცნობილი, მეარაყიშვილის მშობლების სახლში ოქროს ეძებდნენ, ჩამორთმეულ ნივთებს შორის აღმოჩნდა ძველი ფოტონეგატივებიც. ისინი ინტერესდებონენ, სად მუშაობს მეარაყიშვილის ქალიშვილი, რომელიც ამჟამად ესპანეთში იმყოფება.

მეარაყიშვილი 2025 წლის 22 დეკემბერს დააკავეს „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის“ ბრალდებით, ხოლო 31 დეკემბერს, გამოაძევეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მუეხედავად იმისა, რომ მას აქვს ე.წ.სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა. შინ დაბრუნების უფლებისთვის აქტივისტი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

 

მსგავსი სიახლეები