Facebook პოსტების გამო ჩანიშნული პროცესები გადაიდო

28.01.26 18:31
Facebook პოსტების გამო ჩანიშნული პროცესები გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში Facebook პოსტების გამო ჩანიშნული პროცესები გადაიდო.  სამოქალაქო აქტივისტს, რუსკა მჭედლიძეს ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო უჩივის. მისი პროცესი უვადოდ გადაიდო, ვინაიდან დღეს, რუსკა მჭედლიძემ და მისმა უფლებადამცველმა სასამართლოზე მისვლა ვერ მოახერხეს. 

აქტივისტის განმარტებით დაცვის მხარეს საქმის მასალები გვიან გადაეცა. 

დღეს იყო ჩემი სასამართლო პროცესი ჩანიშნული, სადაც ნინო ჯღარკავა მიჩივის ღარიბაშვილის სიმამრის "ნაშის" დაძახების გამო და თუ ეს სიტყვა არ მოსწონს, მაშინ ამის შემდეგ "ქრაშს" ვიტყვი. სასამართლო პროცესზე ვერ გამოვცხადდი იმის გამო, რომ ჩემი ადვოკატი ვერ გაეცნო საქმის მასალებს. საქმის მასალები გვიან გადმოგვიგზავნა სასამართლომ და ჩემი ადვოკატი იმყოფება გლდანის ციხეში, სადაც სინდისის პატიმრებს ხვდება და შესაბამისად, ამის გამო ვერ მოვახერხე პროცესზე მისვლა," - ამბობს რუსკა მჭედლიძე. 

გადაიდო სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის პროცესიც. მომდევნო სხდომა 4 თებერვალს ჩაინიშნა. მას "ქართული ოცნების" წევრი, ნინო წილოსანი უჩივის, თუმცა ნატა ფერაძის განცხადებით, მას არ ესმის რატომ მიიღო ნინო წილოსანმა პოსტი საკუთარ თავზე. 

ამხელა რესურსს იმაში ხარჯავს "ქართული ოცნება", რომ სხედან როგორც 1937 წელს იყო, მაშინ არ იყო სოციალური ქსელები, წერილები, ასე გვასხედან და გვიმოწმებენ. პროცესის დროს, მანუჩარ ცაცუა არის მოსამართლე, იქ წარმომადგენელი ვიცნ იჯდა წილოსანის, ის ამბობდა რომ სპეციალურ პროგრამაში გავატარეთ ფერაძის პოსტის ნახვის მერე, რაც აღმოაჩინა სპეციალურმა სამსახურმა ფერაძის პოსტი, სადაც ეწერა - "ნინო წილოსანის ჯიში მო****ნ" - ანუ ამ ქოცებს რაღაც სპეციალური პროგრამები აქვთ, სპეციალური კადრები ჰყავთ, ვინც ხედავს ჩვენ პოსტებს, ამოწმებენ და სპეციალურ პროგრამებში ატარებენ. 

იმ პოსტში, რომელიც მე გადავაშეარე, იქ არ იყო მითითებული ვიზეა ლაპარაკი და რატომ მიიღო ნინო წილოსანმა, რომ უამრავი სეხნია ნინო წილოსანიდან მაინც და მაინც მასზეა ლაპარაკი, ესეც ძალიან საინტერესოა," - თქვა ნატა ფერაძემ.