"არ არის მართალი"; "გადამეტებულია" - ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომლები შსს-ს განცხადებას უარყოფენ
ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარისა და მასთან ერთად მყოფი პირების მიერ პოლიციის თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობის შესახებ, უარყოფენ.
- შსს-ს განცხადებით, 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
ჩოხატაურის პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, აღნიშნული ინფორმაციას სიმართლეს არ შეესაბამება - "არ არის მართალი". ხოლო მეორე პოლიციელი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია გადამეტებულია - "არ არის დალეწილი... გადამეტებულია".
ცნობისთვის, ამ დრომდე არ არის დაზუსტებული ვინ იყო ის ორი პირი, ვისთან ერთადაც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებოდა.