კორუფციული სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში - პროკურორი ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს

28.01.26 19:49
კორუფციული სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში - პროკურორი ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს

კორუფციული სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში - ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. 

მისი თქმით, ამ დროისთვის ბრალდებულის სტატუსი მხოლოდ ილია ღუდუშაურს აქვს, თუმცა გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს და ბრალდებულმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან.

საქმეში მოიპოვება კონკრეტული მასალები, რითაც დასტურდება პირადი ნაცნობობა ილია ღუდუშაურსა და "ჯითი ჯგუფის" ხელმძღვანელ პირებს შორის. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღეს ვერ მოგახსენებთ [ვინ არიან კონკრეტული პირები], მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა კითხვას, რომელიც გააჩნია საზოგადოებას, სრულყოფილად მოხდება შესაბამისი საკითხების შესწავლა. 

ბრალდებულის სტატუსი აქვს მხოლოდ ილია ღუდუშაურს დღეის მდგომარეობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გაფართოვდება ბრალდებულ პირთა წრე, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის ითანამშრომლა გამოძიებასთან ბრალდებულმა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

ამ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მისი პირადი ნაცნობობიდან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მინიჭებული იქნა უპირატესობა კონკრეტულ ორგანიზაციაზე, რის საფუძველზეც მილიონობით ლარის ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს," - განაცხადა პროკურორმა.