საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, ჟინვალი-ანანურის გზაზე მოძრაობა დროებით აიკრძალა

28.01.26 22:34
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, ჟინვალი-ანანურის გზაზე მოძრაობა დროებით აიკრძალა

ჟინვალი-ანანურის გზაზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ31 (ჟინვალი-ანანური) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა," - წერია განცხადებაში.