თბილისში განთავსებული ელექტრო ტაბლოები შეფერხებით მუშაობს - თბილისის სატრანსპორტო კომპანია
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განაცხადებით, “სილქნეტის” ოპტიკური სადენის დაზიანების გამო, თბილისში განთავსებული ელექტრო ტაბლოები შეფერხებით მუშაობს.
კომპანია აღნიშნავს, რომ შეფერხება ფიქსირდება მობილურ აპლიკაციაშიც, რის გამოც მომხმარებლები ვერ სარგებლობენ აღნიშნული სერვისით.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ კონტრაქტორი კომპანიის “სილქნეტის” ოპტიკური სადენის დაზიანების გამო, დღეს დილიდან, დედაქალაქში განთავსებული ელექტრო ტაბლოები მუშაობს შეფერხებით. შეფერხება ფიქსირდება ასევე კომპანიის მობილურ აპლიკაციაში, რის გამოც მომხმარებლები ვერ სარგებლობენ აღნიშნული სერვისით. “სილქნეტის” შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე და ყველა სერვისი აღდგება უმოკლეს პერიოდში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - წერია განცხადებაში.
[საილუსტრაციო ფოტო]