თსუ-ს და სტუ-ს შეერთებაზე აკადემიურ საზოგადოებაში პირველი შეფასებები კეთდება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების შეერთებაზე აკადემიურ საზოგადოებაში პირველი შეფასებები კეთდება - პროფესორი ლევან გორდეზიანი ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება უნივერსიტეტებთან და აკადემიურ საზოგადოებასთან დათათბირების გარეშე არ შეიძლება მიღებულ იქნას.
გორდეზიასნ ეჭვი აქვს, რომ არსებული ადმინისტრაციების პირობებში "ოცნებამ" დრაკონული ცვლილებების გატარება ვერ შეძლო და სწორედ ამიტომ მიიღო ამ ორი ონივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება.
არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს თვითონ უნივერსიტეტებთან და აკადემიურ საზოგადოებასთან დათათბირების გარეშე. მიზანი არის ერთადერთი - კონტროლი. როგორც ჩანს, არ მოხერხდა არსებული ადმინისტრაციების პირობებში ამ დრაკონული ცვლილებების გატარება და შესაბამისად ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ინიშნება დროებითი მმართველობა, რომელმაც სავარაუდოდ ნაჯახით უნდა გაჩეხოს ...", - ამბობს პროფესორი ლევან გორდეზიანი.
პროფესორების ნაწილი აღნშნულ გადწყვეტილებას ფინანსებს უკავშირებს:
როგორც ჩანს ხელისუფლებას უჭირს ბიუჯეტის შევსება და ამიტომ ეკონომიას იწყებას, სხვა მიზეზს მე ვერ ვხედავ. დანარჩენი უნდა ვნახოთ რა დაზარალდება, რა გადარჩება ამ დრაკონული რეფორმების შედეგად", - აცხადებს პროფესორი.
ანათლების საკითხების მკვლევარი, ლელა ჩახაია კი პირდაპირ ამბობს, რომ საუკუნოვანი ტრადიციის მქონე უნივერსიტეტების გაერთიანება საგანმანათლებლო ტრადიციებთან ბრძოლაა.
ეს ორი უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ტრადიციის და პირდაპირ ასე გაერთიანება მე ვიტყოდი საგანმანათლებლო ტრადიციებთან ბრძოლაა. აუცილებლად უნდა გავიგოთ რანაირად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული" ,- ამბობს ლელა ჩახაია
აკადემიური საზოგადოება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება - შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხი "ოცნების" განათლების რეფორმასთან ერთად სწორედ უნივერსიტეტების გაერთიანება იქნება.