თავდაცვის სამინისტრო ყალბი ცნობების სკანდალზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებს
თავდაცვის სამინისტრო ყალბი ცნობების სკანდალზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებს - უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, გამოვლენილი იქნა პირთა ჯგუფი, რომლებიც გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ყალბი სამედიცინო დოკუმენეტების გამოყენებით საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდნენ.
როგორც ირაკლი ჩიქოვანის უწყებაში აცხადებენ, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა, დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.
- ასევე პარალალურ რეჟიმში ბრიფინგი ჩატარდა სუს-შიც: - გაშიფრულია ჯარიდან თავის არიდების სქემა - დააკავეს ექიმები და საჯარო მოხელეები
გენერალური ინსპექციის, სუს-ის და გენერალური პროკურატურის ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი იქნა პირთა ჯგუფი, რომლებიც გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ყალბი სამედიცინო დოკუმენეტების გამოყენებით დახმარებას უწევდნენ საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში. ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი. მოსამართლის განჩინებისი საფუძელზე დაკავებულისა და მისი თანამზრახველების მიმართ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები.
ხსენებულ სისხლის სამართლსი საქმეზე სხვა პირთა გამოსავლენად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც შესაძლებელია დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მხულის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითავლისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლებსი აღკვეთას", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.