2 უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ სტუ-ს რექტორს გუშინ უთხრეს - პირველი სატელევიზიო ინტერვიუ დავით გურგენიძესთან

29.01.26 15:05
2 უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ სტუ-ს რექტორს გუშინ უთხრეს - პირველი სატელევიზიო ინტერვიუ დავით გურგენიძესთან

 

 

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს გუშინ უთხრეს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი დიდი უნივერსიტეტი თსუ-სთან ერთად გააგრძელებს ფუნქციონირებას. დავით გურგენიძესთან პირველი სატელევიზიო ინტერვიუ "პირველებმა" ჩაწერა.

გურგენიძე ამბობს, რომ მინისტრ გივი მიქანაძესთან საუბარი გუშინ ჰქონდა, დღეს კი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან აპირებს რომ ეს საკითხი გაიაროს. 

როგორ იფუნქციონერს ორი უნივერსიტეტის ერთობა, ან ვინ იქნება რექტორი - დავით გურგენიძე ამბობს, რომ ჯერ ეს საკითხები გადაწყვეტილი არ არის. 

ჯერ რა დროს რექტორობაზეა საუბარი - აცხადებს გურგენიძე. 

გუშინ მქონდა კონსულტაციებიო ბატონ მინისტრთან. ვისაუბრეთ ამ თემაზე. მან წამოაყენა თავისი წინადადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. მე ვალდებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ახლა ჩემს აკადემიურ საბჭოს, ფაკულტეტის დეკანებს ვუთხრა ეს და გავიაროთ ეს საკითხი - თუ რა მოდელი იქნება შემოთავაზებული. ჩვენ ჩვენს აზრს გამოვთქვამთ ამაზე. ამაში არაფერი საპანიკო არ არის. ვიცი, რომ ეს ხელისუფლება ბატონი სააკაშვილის ხელისუფლებას არ ჰგავს, რომ რამე ხელის აგდაგრეხვით გააკეთოს. ჩაერთვებიან ამ პროცესში აკადემიური საზოგადოება. ახლა პროფესორიებმა უნდა გასცენ პასუხის იმ მოდელს, რა მოდელსაც შესთავაზებენ და ამაზე იქნება მსჯელობა". - აცხადებს გურგენიძე. 

სტუ-ს რექტორთან ერთად იმყოფებოდა მეცნიერი როინ მეტრეველიც: 

რას ქვია გაერთიანება? ერთი კონკრეტული იქნება? - არა. (ჟურნალისტი -ა რ ეთანხმებით?) არ ვეთანხმები არა. მე მოვისმენ და მზად ვარ , სიამოვნებით გაგცეთ პასუხი", - განაცხადა როინ მეტრეველმა. 

"ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.