თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მდუმარე აქცია მეტრო "ახმეტელთან"
მეტრო "ახმეტელთან" მოქალაქეების მდუმარე აქცია გაიმართა. ხალხი სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. მოქალაქეებმა ადგილზე დიდი პლაკატი მიიტანეს სახელწოდებით - "თავისუფლება სინდისის პატიმრებს".
მდუმარე აქციას პროევროპულ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ.