საიას თავმჯდომარე განმარტავს, რას ნიშნავს “მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოზე გააქტიურა
ეუთოს ადამიანური განზომილების სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გააქტიურდა, ქმნის შესაძლებლობას შეაფასდეს საქართველოში მდგომარეობა, განსაკუთრებული ფოკუსით 2024 წლის შემდეგ, - ასე ეხმაურება საიას ხელმძღვანელი, თამარ ონიანი ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანის მიერ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურებას და ექსპერტული მისიის შექმნას.
მისი თქმით, ამ მექანიზმის მუშაობა არ რჩება მხოლოდ ეუთოს ფარგლებში, არამედ, შეფასებები აისახება და გამოიყენება ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტში.
ეუთოს ადამიანური განზომილების სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გააქტიურდა, ქმნის შესაძლებლობას, ექსპერტებისგან შემდგარმა ფაქტების დამდგენმა მისიამ შეაფასოს საქართველოში მდგომარეობა, განსაკუთრებული ფოკუსით 2024 წლის შემდეგ.
ამ მექანიზმის მუშაობა არ რჩება მხოლოდ ეუთოს ფარგლებში, არამედ, შეფასებები აისახება და გამოიყენება ყველა იმ საერთაშორისო ინსტრუმენტში (გაერო, ევროპის საბჭო) სადაც საქართველო ანგარიშვალდებულია ადამიანის უფლებების ხელშეკრულებებით. ამას მოწმობს ამ ინსტრუმენტის წარსული საქმიანობის გამოცდილებები, - წერს ონიანი.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა - და ექსპერტულ მისიას ქმნის. განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას.