ნათლობის სუფრაზე დაწყებული ჩხუბის სკანდალური გაგრძელება - დაკავებულია ჩოხატაურის მოქმედი ვიცე-მერის მამა

29.01.26 21:32
ნათლობის სუფრაზე დაწყებული ჩხუბის სკანდალური გაგრძელება - დაკავებულია ჩოხატაურის მოქმედი ვიცე-მერის მამა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მესამე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ პირებს, რომლებმაც ნათლობის სუფრაზე პოლიციელზე ჯგუფურად იძალადეს. ინფორმირებული წყარო "პირველებს" უყვება, რომ გაქცეულ პირებს ძალოვნები ჩოხატარის ვიცე-მერის სახლში ეძებდნენ.  პოლიციას ეჭვი ჰქონდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გოგა ჯინჭარაძის ცემაში მონაწილე ორი პირიდან ერთ-ერთი, ე.წ. კანონიერი ქურდის, კახა ჩხიკვაძის შვილი, ლუკა ჩხიკვაძე ცინცაძეების სახლში იმალებოდა. პოლიციელებმა გაქცეულებს ვერ მიაგნეს, თუმცა ცინცაძის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დიდი ოდების არარეგისტირებული ცეცხსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღეს.

ვიცე-მერის სახლიდან არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების შემდეგ საგამოძიებო უწყების თანამშრომელებმა ვიცე-მერის მამა, გია ცინცაძე დააკავეს, რომელიც ჩოხატაურის ყოფილი გამგებელია. საგამოძიებო უწყება ადგენს, ვის ეკუნოდა ცეცხსასროლი იარაღები, რომელიც საჯრო მოხელის სახლში ინახებოდა.

პოლიციელის ცემაში ბრალდებული ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე კი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ქუთაისის იზოლატორში ელოდება. დავით შარაშიძე საკრებულოს თავმჯდომარე აღარ არის. მას დღეს სასწრაფო წესით  უფლებამოსილება შეიყვიტეს. აღიარებ თუ არა დაკავებული ექს- მაღალჩინოსანი ბრალს ჯერ-ჯერობით უცნობია.

დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები