რა ბედი ეწია ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც სინდისის პატიმრების მობილურ ტელეფონებს ჩაუტარდათ?
რა ბედი ეწია ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც სინდისის პატიმრების მობილურ ტელეფონებს ჩაუტარდათ და რა იპოვა მასში პროკურატურამ? - კითხვაზე პასუხს დღეს სააპაელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძე პროკურორებს სთხოვდა. პროევროპულ აქციაზე დაკავებულ მსახიობს საბრალდებო უწყებისაგან აიტერესებდა, გამოძიებამ დაადგინა თუ არა კავშირი მასსა და სხვა დაკავებულებს შორის. არც ერთ პროკურორს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.
მობილურ ტელეფონებზე ჩატარებული ტექნოლოგიური საექსპერტო დასკვნა სინდისის პატიმრებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. დასკვნით გამოირიცხებოდა ან დადასტურდებოდა ის გარემოება, რასაც პროკურატურა დატყვევებული მსახიობების, ომის ვეტერნების და სტუდენტების წინააღმდეგ წელიწადზე მეტია ამტკიცებს. თუ დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული ჰქონდათ განზრახული, მინიმუმ მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია უნდა შემდგარიყო. ექპსერტიზის დასკვნა გასცემდა პასუხს კითხვაზე - ვინ იყო დანაშაულის ორგანიზატორი ან საერთოდ არსებობდა თუ არა ასეთი.
რით დასტურდებოდა რომ დანაშაული იყო ორგანიზებული - კითხვა პროკურორებს მეორე ინსტანციის მოსამართლემ თეა ლეონიძემაც დაუსვა. ეს მას შემდეგ რაც მსაჯულმა მბრალდებლების 1 საათიან დასკვნით სიტყვას მოუსმინა. პროკურორები მოსამართლეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლას და დაკავებულებისთვის მუხლის დამძიმებას სთხოვდნენ.
სასამართლო სხდომის დეტალები - ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.