პროტესტი "რუსთავის აზოტში" - ქარხანაში გაფიცვა გრძელდება

29.01.26 21:38
პროტესტი "რუსთავის აზოტში" - ქარხანაში გაფიცვა გრძელდება

საქართველოში არსებული ერთ-ერთი დიდი საწარმო პარალიზებულია - რუსთავის აზოტში დასაქმებული ასობით თანამშრომელი სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობს. გაფიცულები ქარხანაში არსებულ არასათანადო სამუშაო პირობებს და დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებენ.

რუსთავის აზოტში დასაქმებულები უკვე 24 საათზე მეტია ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. ქარხნის მფლობელი "ინდორამა ჯგუფია", გაფიცულებს კომპანიის არც ქართველი და არც უცხოელი დირექტორები არ შეხვედრიან. გაფიცულ თანაშრომლბთნა შეხვეედრაზე არ მისულა არც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.  

ქარხანასთან მომუშავე პერსონალს უკვე წლებია ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ და მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა, რისი გამოც მათ არაერთხელ გააპროტესტეს ქარხანაში არსებული ვითარება. რამდენიმე თვის წინ იმავე მოთხოვნით ქარხის თანამშრომლები რამდენჯერმე გაიფიცნენ, თუმცა როგორ ჩანს საწარმოს ადმინისტრაციამ  დაპრიების მიუხედავად პრობლეები ისევ ვერ მოაგვარა.

დეტალები ნახეთ, გიორგი მამნიაშვილის რეპორტაჟში. 


 

მსგავსი სიახლეები