"დაიცავი განათლება" - თსუ-ს პირველ კორპუსთან “ოცნების“ ახალ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
დაიცავი განათლება - ქვეყანაში კვლავ პროტესტია. ჯავახიშვილის სახელობისა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შოკისმომგვრელმა გადაწყვეტილებამ ხალხი ისევ ქუჩაში გამოიყვანა.
პროტეტის ეპიცენტრი თსუ-ის პირველი კორპუსია, სადაც აკადემიური წრის წარმომადგენლები და სტუდენტები არიან შეკრებილები.
როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების ხარისხზე კატასტროფულად იმოქმედებს.
ეს არის განათლების სიტემის ერთი პარტიის პოლიტიკური კონტროლისთვის დაქვემდებარება, ეს არა მხოლოდ განათლების ხარისხზე იმოქმედებს კატასტროფულად, არამედ ანგრევს საფუძვლიანად, დემოკრატიული საზოგადოებების საფუძველს, იმიტომ რომ საფუძველი დემოკრატიული საზოგადოებისა არის ინსტიტუციური თავისუფლება უმაღლესი სასწავლებლების - განაცხადა აქციის მონაწილემ.
ადგილზე შეკრებილები მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ უგულებელყონ სტუდენტებისა და ლექტორების ნება და თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების შესახებ ინიციატივა უკან წაიღონ.