თსუ-ს სტუდენტები რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ - პროტესტი უნივერსიტეტთან

29.01.26 21:10
თსუ-ს სტუდენტები რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ - პროტესტი უნივერსიტეტთან

თსუ-ს სტუდენტები რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ - ამ წუთებში, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან არის უამრავი ადამიანია შეკრებილი და ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას აპროტესტებს.

აკადემიური წრის წარმომადგენლები და სტუდენტები ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების ხარისხზე კატასტროფულად იმოქმედებს.

სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანება არის სრულიად ალოგიკური, რადგან ამ ორ ინივერსიტეტს აქვს აბსოლუტურად სხვადასხვა სისტემა. ეს იყო ჩემი პირადი არჩევანი, როდესაც მე თსუ-ში ჩავაბარე და ასევე, უნივერსიტეტის ავტონომიას ეხება ეს ყველაფერი. ამაზე არცერთი სტუდენტი არ გაჩუმდება, რადგან ეხება ჩვენს მომავალს. მოვითხოვთ, რომ ჩვენი რექტორი, ჯაბა სამუშია შეგვხდეს და გაგვცეს პასუხი იმ შეუფერებელ რაღაცაზე,რაც ახლა ხდება", - ამბობს მეკასო ფერაძე. 

"ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მსგავსი სიახლეები