თსუ-სთან შეკრებილი სტუდენტები მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ მიემართებიან
თსუ-სთან შეკრებილი სტუდენტები მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ მიემართებიან. ახალგაზრდების სტუ-სთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან
თსუ-ს სტუდენტები განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებას აპროტესტებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე და რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ.
"ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.