ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციას თსუ-სთან შეკრებილებიც შეუერთდნენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები მსვლელობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსთან მივიდნენ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ასევე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - სტუდენტების თქმით, ისინი “ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ რეფორმას ერთად გააპროტესტებენ.
"ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.