ამოღებულია „მეთადონი“ და „პრეგაბალინი“ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

30.01.26 10:23
ამოღებულია „მეთადონი“ და „პრეგაბალინი“ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მსგავსი დანაშაულისთვის არაერთხელ ნასამართლევი 2 პირი: 1973 წელს დაბადებული ვ.კ. და 1984 წელს დაბადებული ბ.ქ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს. 

უწყებსი ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი“ და „პრეგაბალინი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მსგავსი სიახლეები