"ოცნება" ეუთოს ქვეყნების მიერ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე დუმს - შეფასებები თბილისში

30.01.26 11:11
"ოცნება" ეუთოს ქვეყნების მიერ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე დუმს - შეფასებები თბილისში

როგორი პასუხი ექნება "ქართულ ოცნებას"  ეუთოს ქვეყნების მიერ "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე? - ივანიშვილის პარტია ამ დრომდე დუმს. განცხადება არ გაუვრცელებია არც საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს არის კიდევ ერთი უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ექსპერტული მისია ქვეყანაში ჩამოვა და შეისწავლიან  სისხლიანი ნოემბერ-დეკმებრის და ხალხზე ძალადობის გამოუძიებელ საქმეებს. 

ეს რეალურად უპრეცედენტო საკითხია იმით, რომ ეს მექანიზმი გამოყენებულაი რუსეთში, ბელარუსში და თურქმენეთში. ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები აღიარებენ იმას, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელმაც შეიძლება, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტი გამოიძიოს. ეუთო ამ მექანიზმს იყენებს იმისთის, რომ ჩამოვიდეს, დეტალურად შეისწავლოს მათ შორის ის საკითები, რომელიც ეხება საქართველსო მოქალაქეების მოწამვლას და ა.შ. მაგრამ თვითონ ეს ფაქტი, რომ აი ამ მექანიზმის გამოყენება სჭირდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელსაც იყენებენ მოსკოვთან, ბელარუსთან და თურქმენეთთან, ძალიაან ნათლად მიუთიტებს იმაზე, როგორ უყურებენ ისინი პროცესებს ქვეყანაში - უყურებენ და ხედავენ, რომ ამ ქვეყანას მართავს არა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, არამედ რეჟიმი", - აცხადებს ენმ-ს ანა წითლიძე. 

ეუთოს ეს საგამოძიებო მექანიზმი, ყველაზე მძლავრი მექანიზმი არის 10 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომესაც მიმართა კოალიცია "ცვლილებისთვის". ჩვენ ვაგრძელებთ ყველა დანარჩენი მიმართულებით მუშაობას და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ დადგინდება სრული ჭეშმარიტება ადამიანების სისტემურ წამებასთან და ქიმიური იარაღის გამოყენების  საკითხთან დაკავშირებით - ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი, ვინ გასცა ბრძანება და ვინ აღასრულა ეს ბრძანება", - ამბობს "დროას" წევრი გიგა ლემონჯავა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" იურისტი, სანდრო ბარამიძე ხსნის, რომ "მოსკოვის მექანიზმი" ძალიან მძლავრი ინსტიტუტია, რადგან მისია, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ადგილზე სწავლობს ყევლა იმ უკანონობას და გადაცმოდას, რაც ადამიანების უფლებების დარღვევის კუთხით საქართველოში მიმდინარეობს. 

მოსკოვის მექანიზმი ბევრად უფრო მძლავრი ინსტრუმენტია, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ კითვებზე პასუხი კი არ გაიცემა, არამედ ჩამოდის სპეციალური ექსპერტი, ან ექსპერტთა მისია რომელიც ადგილზე სწავლობს რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს, ადამიანის უფლებების სფეროში დადგენილ პრაქტიკას და ა.შ. აქედან აგმომდინარე ივანიშვილის რეჟიმს მოუწევს ძალიან სერიოზული ბერკეტი წინაშე პასუხების გაცემა და ამის საფუძველზე დაიდება სპეციალური მოთხოვნები, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს საქართველოსმ ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების დაცვა. ეს არის ვალდებულებების აღსრულების მოთხოვნა და არა რეკომენდაციები", - აცხადებს სანდრო ბარამიძე. 

ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა - და ექსპერტულ მისიას ქმნის.  

  • ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.

განცხადებაში, რომელსაც  ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სახელმწიფოები აცხადებენ, რომ "ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას".

24 სახელმწიფო მიუთითებს, რომ "როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები". 

  • ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ "სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
  • 1990 წლიდან ეს მექანიზმი მე-17-დ გააქტიურდა და გამოყენებული იყო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა - რუსეთი, თურქმენეთი, ბელორუსი.
  • ამ მექანიზმის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი დაინიშნება, რომელიც ანგარიშს მოამზადებს საქართველოზე. 

მსგავსი სიახლეები