აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

30.01.26 11:15
აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო ავრცელებს. 

შტატები საქართველოს მოქალაქეებს ინსტრუქციას სთავაზობს, თუ როგორ გადაამოწმონ რამდენი ხნით შეუძლიათ ქვეყანაში დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას.

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს, რათა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაამოწმონ რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას.

აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური (CBP) ქვეყანაში შესვლისას განსაზღვრავს, რამდენ ხანს აქვს მოქმედი ვიზის მფლობელს აშშ-ში დარჩენის უფლება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://i94.cbp.dhs.gov/search/compliance-search

 

მსგავსი სიახლეები