"სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროში იწელება" - პროტესტი ქუთაისში
პროტესტი ქუთაისში - ხალხი ერთ-ერთი საჯარო სკოლის დროში გაწელილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებს.
როგორც მშობლები ამბობენ, უკვე მესამე წელია მოზარდებს ალტერნატიულლლ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უწევთ სიარული, რაც დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული.
მოზარდების მშობლები ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს შენობის რეაბილიტაცია და განახლდეს სასწავლო პროცესი.
იწელება ეს სამუშაოები, დროს სულ გვიწევენ, და ჩვენ ვერ ვბრუნდებით ჩვენს სკოლაში. გადადგან ნაბიჯები, რომ ბავშებმა თავიან სკოლაში მოახერხონ სწავლის გაგრძელება" - ამბობს მშობელი.