სკანდალი: გაუპატიურებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციელი გომელაურმა დააწინაურა

02.11.21 20:29
სკანდალი: გაუპატიურებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციელი გომელაურმა დააწინაურა

სასტიკ დანაშაულში მხილებულ პოლიციელებს გომელაურის უწყებაში მაღალ თანამდებობაზე აბრუნებენ - დაწინაურებულია პოლიციელი თემურ კალანდაძე, რომლის სახელსაც არაერთი ძალადობრივი დანაშაული უკავშირდება.

შს მინისტრმა კალანდაძე გენერალური ინსპექციიდან იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თემურ კალანდაძემ დაწინაურებიოდან რამდენიმე საათში, ქუთაისში ახალგაზრდების აქცია დაარბია.

ცნობისთვის, ძალადობაში მხილებულ კალანდაძე პოლიციიდან გიორგი გახარიამ არაერთი სკანდალის შემდეგ გაუშვა. 

კალანდაძის ერთ-ერთი მსხვერპლი, გიორგი კაპანაძე, ამბობდა, რომ 2015 წელს მას რეგიონის სამმართველოს უფროსი ჯერ წიხლებით, შემდეგ კი წყლით სავსე ბოთლებით გაუსწორდა.

პოლიციელის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა კიდევ ერთი კაცი, ბრალდებულის ცოლი კი  ამტკიცებდა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა ის ჯერ გააუპატიურა,  შემდეგ კი სასტიკად სცემა.

კალანდაძეს გაუპატიურების მცდელობში მაყვალა იაკობიძე ადანაშაულებდა. ქალის მონაყოლის თანახმად, ბრალდებულის დას პოლიციის მაღალჩინოსანი ბრალდბეულის ძმის ადგილსამყოფელის დასახლებას სთხოვდა, უარის შემდეგ კი ჭოგრიტით გაუპატიურებას უპირებდა. არსებული ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი გახდა მაყვალა იოკობიძის 17 წლის ქალიშვილიც, როემლსაც პოლიციელი გაუპატიურებით ემუქრებოდა. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ვახტანგ გომელაური სისტემაში განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილ პოლიციელებს აბრუნებს, მათ, ვინც მზად არის, ხელისუფლების ოპონენტებს და მათს მხარდამჭერებს სასტიკი მეთოდებით გაუსწორდეს. 

ყველა სისხლის სამართლის საქმეზე თავის დროზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, თუმცა უცნობია, რა დაადგინა მთავარმა საგამოძიებო უწყებამ. 

მსგავსი სიახლეები