ნათლობის სუფრაზე კონფლიქტი "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერის გამო დაიწყო - ოზურგეთში მომხდარი ჩხუბის ახალი დეტალები

30.01.26 13:44
ნათლობის სუფრაზე კონფლიქტი "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერის გამო დაიწყო - ოზურგეთში მომხდარი ჩხუბის ახალი დეტალები

ნათლობის სუფრაზე კონფლიქტი "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერის გამო დაიწყო - "პირველებისთვის" ოზურგეთში, რესტორან "ილიკოში" მომხდარი ჩხუბის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

როგორც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სასამართლო პროცესის შემდეგ საქმის პროკურორმა "ტვ პირველს" განუცხადა, სუფრაზე თავდაპირველად შელაპარაკება პოლიციელ გოგა ჯინჭარაძესთან ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით შარაშიძის თანმხლებ პირს მოუვიდა, რომელიც ამჟამად ძებნაშია. 

როგორც სახელმწიფო მბრალმდებელი ამბობს, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ჩართული იყო როგორც შარაშიძე, ისე მისი ორი თანმხლები პირი. 

პროკურორის თქმით, საქმის მასალებით და გამოთხოვილი ჩანაწერებით დასტურდება, რომ დავით შარაშიძემ სწორედმ თანხმლებ ორ პირთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი და არა პოლიციის უფროსის მოადგილესთან, რასაც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სასამართლო სხდომაზე ირწმუნებოდა. 

ცემის პროცესში მონაწილეობდა ორგორც ბრალდებული დავით შარაშიძე, ასევე მისი თანმხლები ორი პირი. აღნიშნული ორი პირის მიმართ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. ისინი არიან მიალვაში. საქმის მასალებით და გამოთხოვილი ჩანაწერებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა თანხმლებ ორ პირთან ერთად ერთობლივად დატოვეს შემთხვევის ადგილი. ამის შემდეგ საგამოძიებო ორგანოში მიღებულ იქნა ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ბრალდებული. მოხდა მისი შეჩერება საავტომობილო გზაზე და ამის შემდეგ მოხდა მისი წარმოდგენა საგამოძიებო ორგანოში. ის განმარტებები, რაც გააკეთა ბრალდებულმა, საქმის მასალებით არ დასტურდება. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში მიიმალებოდა", - განაცხადა საქმის პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ.

დაცვის მხარე პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმება. 

არ ვეთანხმებით პროკურატურის განმარტებას, როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა აივანზე, თავდაპირველად ჩაერია, რომ გაეშველებინა, შემდეგ უკვე ჩაერთო კონფლიქტში. აღიარებს, ინანიებს", - ამბობს ადვოკატი. 

ბრალდებულმა ყოფილი მაღალჩინოსანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა  დავით შარაშიძემ დრეს მოსამართლეს უთხრა, რომ ჩადენილს ინანიებს.  

მსგავსი სიახლეები