რიკოთის გვირაბი დაკეტილია - ადგილზე ტრაილერი ამოტრიალდა
რიკოთის გვირაბის შესასვლელთან ტრაილერი ამოტრიალდა - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია.
გვირაბი დაკეტილია და ავტომანქანებს შემოვლითი გზით უშვებენ.
როგორც "პირველებისთვის" ხდება ცნობილი, რიკოთის გვირაბი საღამომდე არ გაიხსნება.
რაც შეეხება შემთხვევას, პირველადი ინფორმაციით, ტრაილერის ამოტრიალების შედეგად არავინ დაშავებულა.