მეორე დღეა, ჩემ საკანში სინათლე ჩამიქრეს - დავით სტურუას წერილი “ტვ პირველს“
სინდისის პატიმარი, დავით სტურუა წერს, რომ უკვე მეორე დღეა საკანში ქართული არხები გაუთიშეს.
როგორც მის მიერ „პირველებისთვის“ გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ინფორმაციულ ვაკუუმში დატოვეს.
მადლობა თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და ბრძოლისთვის. სამწუხაროდ, უკვე მეორე დღეა, ჩემ საკანში სინათლე - რომელიც ერთადერთი იყო - ჩამიქრეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დამტოვეს, ინფორმაციის გარეშე, - წერს სტურუა.