“ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივიღებთ უნივერსიტეტის განადგურებას რეფორმად“ - სტუ-თან პროფესორებისა და სტუდენტების აქციაა

30.01.26 15:23
“ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივიღებთ უნივერსიტეტის განადგურებას რეფორმად“ - სტუ-თან პროფესორებისა და სტუდენტების აქციაა

პროტესტი სასწავლებლის გადასარჩენად და დამოუკიდებლობის დასაცავად - ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები ახსნა გამარტებებს ითხოვენ, რატომ გადაწყდა 104 - წლიანი ისტორიის მქონე ერთი უმაღლესი სასწავლების მეორესთან მიერთება.

ამ წუთებში ახალგაზრდები, ლექტორებთან ერთად, ქუჩებში საპროტესტო ბანერებით დგანან.

“ეს არ არის გაერთიანება, ეს ნიშნავს გაუქმებას“, - აცხადებენ პროტესტის მონაწილეები.

გვინდა რეფორმები განვითარედეს, ჩვენს უნივერსიტეტში, ქვეყანაში, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივიღებთ უნივერსიტეტის განადგურებას რეფორმად. ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავუჭერთ მხარს 104-წლიანი უნივერსიტეტის განადგურებას. ლექტორებისგან მივირეთ ეს სიყვარული უნივერსიტეტისა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი თაობის მორიგეობის დროს, ჩვენ ხელში, არ შეიძლება მოკვდეს ტექნიკური უნივერსიტეტი, ამას ჩვენ არცერთი არ დავუშვებთ, - განაცხადა სტს-ს ლექტორმა.

აკადემიური პერსონალის თქმით, მათან არავინ შეთანხმებულა და ასე ტელევიზიიდან გაიგეს გადაწყვეტილების შესახებ.

ტელევიზიით გამოგვიცხადეს ეს აბსურდული გადაწყვეტილება, ძალიან გულნატკენები ვართ ყველა, ამას არ ვიმსახურებთ. ჩვენ ვემსახურებით ჩვენ ქვეყანას, ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას და რაღაც მინიმალური ხელფასით თავი გაგვაქვს დღემდე. ამხელა არმიაა, ყოფილი კურსდამთავრებულები, მართლა ნახევარი მილიონი ადამიანია, ეს ამბავი ასე არ ჩაივილის, ჩვენ აქედან ფეხს არ მოვიცვლით, - ამბობენ ლექტორები.

გახადეთ სხდომა ღია, განათლება ისედაც ფსკერზეა და საზოგადოება იმსახუბრეს ობიექტურ ინფორმაციას ამ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, - ეს არის შეკრებილების ერთ-ერთი მოთხოვნა.

 

მსგავსი სიახლეები