თამარ ლორთქიფანიძემ და მისმა ადვოკატმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

30.01.26 16:02
თამარ ლორთქიფანიძემ და მისმა ადვოკატმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა - ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა. 

მოსამართლის თვითაცილების მოტივი მოწმის გამოკითხვაზე უარის თქმა გახდა. ავსაჯანიშვილი მოსამართლეს უხსნიდა, რომ მოწმე საქმისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა თორნიკე ქოჩქიანმა მისი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც ადვოკატმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

ახლა მოსამართლე ბრალდებულის და დაცვის მხარის გარეშე პირისპირ მხოლოდ შსს-ს თანამშრომელს უსმენს.  

დღეს სამოქალაქო აქტივისტს პროცესი ადმინისტრაციულ სამართადლარღვევის საქმეზე ჰქონდა - ირკვევა, რომ შსს ლორთქიფანიძეს გზის სავალი ნაწილის დაკავებასაც ედავება და ამ საქმეზეც პატიმრობას ითხოვს. 

თამარ ლორთქიფანიძე 22 ოქტომბერს აქციაზე დააკავეს. მას ბრალად ედება:

  • პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
  • ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.