2 უნივერსიტეტის გაერთიანება - რას ამბობს სტუ-ს რექტორი

30.01.26 18:23
2 უნივერსიტეტის გაერთიანება - რას ამბობს სტუ-ს რექტორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, მას "ქართული ოცნების" განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ჯაბა სამუშიასთან მუდმივი კონტაქტი აქვს. 

მისი თქმით, უნივერსიტეტში ფაკულტეტების საბჭოები, აკადემიურ წევრთა შორის და სტუდენტებთან შეხვედრები, ასევე სამეცნიერო საბჭოები იმართება. 

დავით გურგენიძე აღნიშნავს, რომ ის კოლეგებთან ერთად მუშაობს. სტუ-ს რექტორის მტკიცებით, უნივერსიტეტში არიან ისეთი პროფესორები, რომლებისთვისაც მისაღებია ეს გაერთიანება. 

ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოები, აკადემიურ წევრთა შეხვედრები, სტუდენტებთან შეხვედრები, ასევე სამეცნიერო ინსტიტუტები, სამეცნიერო საბჭოები. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის სახელმწიფოში სახელმწიფო, ეს არის ძალიან დიდი ინსტიტუცია, ამიტომ ზღვა მასალაა ჯერ-ჯერობით შემოსული, რომელზეც ვმუშაობ ჩემ კოლეგებთან ერთად, ამას ყველაფერს დავამუშავებთ. მე ხაზზე ვარ ბატონ მინისტრთან, ის არ არის საქართველოში, მაგრამ მაინც, დავამუშავებ ამ მასალას და ვფიქრობ, ჩვენ შევხვდებით და უკვე დავიწყებთ შეჯერებას იმ საკითხების. 

არიან ჩვენთან უნივერსიტეტში პროფესორები, რომლებისთვისაც მისაღებია ეს შეერთება, როგორც ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არიან ასეთი პროფესორები. 

ეს არის თემა, რომელზეც დებატები საჭიროა, ეს დებატები ბატონ პრემიერს გამოცხადებული აქვს მინდა გითხრათ და ჩვენც ვეთანხმებით. 

მე, როგორც პროფესორი უნივერსიტეტის, პედაგოგი, აკადემიის წევრი ვფიქრობ, რომ შეიძლება სტუ-მ შთანთქოს თსუ, ამიტომ ჩვენ ჩვენი აზრები გვაქვს, რომელიც უნდა შევაჯეროთ. მე და ბატონ ჯაბას [სამუშია] ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ვფიქრობთ იმ მოდელზე, რა შეიძლება გამოვიდეს," - განაცხადა დავით გურგენიძემ. 

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება - ამის შესახებ ინფორმაცას EDU.ARIS.GE ავრცელებს

მსგავსი სიახლეები