როგორ ეშლება "სასახლის ღობის საქმე" პროკურატურას - სასამართლო სხდომის დეტალები
სპეცრაზმელი, რომელიც აცხადებს, რომ აქციის დროს დაშავდა, ვერცერთ ბრალდებულს ხელს ვერ ადებს. ე.წ. „სასახლის ღობის საქმის“ ფარგლებში, პროკურატურის მიერ წარდგენილმა მთავარმა მოწმე-მოსარჩელემ, იოსებ როსტიაშვილმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ვერ ამოიცნობს პირს, რომლის ნასროლმა ქვამ მას დაზიანებები მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ამტკიცებდა, რომ აქციის მიმდინარეობისას მისთვის უცნობმა დემონსტრანტმა ქვა სამჯერ ესროლა და, მისი თქმით, სამივე შემთხვევაში თავში მოხვდა. ამასთან, როსტიაშვილმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და „რუსის მონას“ ეძახდნენ, რასაც, მისი შეფასებით, მისთვის მძიმე ფსიქოლოგიური ტანჯვა მოჰყვა.
როსტიაშვილის ჩვენება დაცვის მხარისთვის ახალი არგუმენტია, რომ საქმეში არ არსებობს დაზარალებული სამართალდამცველი, რომელიც კონკრეტულად მათ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს დაადანაშაულებს. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის თითქმის ყველა მოწმე ადასტურებს, რომ არცერთ დაკავებულს არ იცნობს და არც აქციის ეპიზოდებიდან ახსოვს კონკრეტული პირები.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.