საშინელი პრეცედენტი - თსუ-ს პროფესორი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე
თსუ-ს პროფესორი, ნოდარ ბელქანია საშინელი პრეცედენტს უწოდებს "ოცნების" გადაწყვეტილებას ორი უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე.
პროფესორი მიიჩნევს, რომ ამით ორი საუკუნოვანი უნივერსიტეტის ისტორია განადგურდება.
ეს არა მარტო ორ უნივერსიტეტს გაანადგურებს, არამედ მთლიანადაც, იმიტომ რომ არის საშინელი პრეცედენტი. თავის დროზე ტექნიკური ფაკულტეტი ერქვა ამას და 1922 წელს ქართული მეცნიერების კორიფეებმა, უნივერსიტეტის მესვეურებმა - უზნაძემ, ჯავახიშვილმა, ნუცუბიძემ, ბევრმა შექმნეს ეს ფაკულტეტი და 22წლიდან ეს ფაკულტეტი თსუ-ს შიგნით მუშაობდა.
ახლა სახელი რომ იშლება მთლიანად სრულიად გაუგებარია ამის საფუძველი. როცა გვეუბნებიან, ამას საფუძველი აქვს, ვიკვლიეთო, ეს არის ჰაერში ნასროლის სიტყვა", - ამბობს თსუ-ს პროფესორი ნოდარ ბელქანია.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც სტუდენტებში, ისევე აკადემიურ საზოგადოებაში. ქუჩაში გამოვიდნენ როგორც სტუ-ს ისე თსუ-ს სტუდენტები, ლექტორები და დეკანები.
თსუ-ს სტუდენტები და აკადემიური საზოგადოება უკვე მეორე დღეა რექტორ სამუშაისთან შეხვედრას ითხოვენ - განცხადებას შეხვედრის თაობაზე 900-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, თუმცა ჯაბა სამუშიას მათთან შეხვედრის შესახებ მზაობა ჯერ არ გამოუთქვამს.