ჩხუბი ნათლობის სუფრაზე - პოლიციელის ცემის ფაქტზე მიმალვაში მყოფი 2 პირი დააკავეს
ოზურგეთში ნათლობის სუფრაზე მომხდარი დაპირისპირება - შსს-მ პოლიციელის ცემის ფაქტზე მიმალვაში მყოფი ორი პირი დააკავეს.
პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან 2006 წელს დაბადებული ლ.ჩ. და 1997 წელს დაბადებული დ.ს.
უწების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე.
პოლიციამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე - ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ჩ. და დ.ს. 31 იანვარს თბილისში ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.