Reuters-ი: პოლონეთი რუსეთს ზამთრის კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

31.01.26 12:47
Reuters-ი: პოლონეთი რუსეთს ზამთრის კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

 პოლონეთი რუსეთს ზამთრის კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს - როგროც Reuters-ი წერს, პოლონეთის ხელისუფლების თანახმად, დეკემბერში, ყინვების დროს, სავარაუდოდ, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის [ФСБ] მიერ განხორციელდა კიბერშეტევა განახლებადი ენერგიის გენერაციისა და ელექტროსადგურების 30 ობიექტზე, რომლებიც 500 ათასი აბონენტის გათბობას უზრუნველყოფს. 

  • Reuters-ის თანახმად, რუსეთის მხარე შეკითხვებს არ პასუხობს.

ინციდენტზე რეაგირების ჯგუფის ანგარიშში ნათქვამია, რომ პროცესში ჩართული იყო ჰაკერების ჯგუფი ФСБ-დან და შეტევებს ჰქონდათ “უკიდურესად დესტრუქციული ხასიათი”.

  • ავტორები თვლიან, რომ რუსეთის სავარაუდო მიზანი მონაცემების შეუქცევადი განადგურება იყო, თუმცა სისტემის პროგრამულმა უზრუნველყოფამ ეს საფრთხე აღკვეთა.

 

მსგავსი სიახლეები