ქართველი ემიგრანტები გერმანიის ბუნდესტაგში მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრა გამართეს

31.01.26 14:52
ქართველი ემიგრანტები გერმანიის ბუნდესტაგში მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრა გამართეს

ქართველი ემიგრანტების შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგში -  იძულებით შრომით მიგრაციაში მცხოვრები მოქალაქეებმა ევროპელ პოლიტიკოსებს უამბეს იმ მომწამლავი ქიმიური ნივთიერების შესახებ, რომელიც აქციებზე ქართველი დემონსტრანების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. ასევე ისაუბრეს "ოცნების" მიერ მირებულ რეპრესიულ კანონებზე და სინდისის პატიმრებზე.

როგროც ქართველმა ემიგრანტები ამბობენ, მათ მიიღეს დაპირება, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა.

ბერლინში ქართველი ემიგრანტები შევხვდით ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებს. ვისაუბრეთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციიდან საერთაშორისო საგამოძიებო მისიის შექმნის აუცილებლობაზე იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ორგანიზაციის საგამოძიებო მისიას შეუძლია დაადგინოს, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, როგორ დაწამლეს ხალხი და ა.შ... ვისაუბრეთ სასანქციო პოლიტიკაზე, რომ ევროპამ და გერმანიამ უნდა გააძლიეროს სასანქციო პოლიტიკა, მათ შორის, ვისაუბრეთ მზიას სიაზე, სადაც უამრავი თქვენი [ოცნების] მავნებელი არის შესული... ელოდეთ ახალ ამბებს, ბრძოლა ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ" - ამბობს შეხვედრების შემდეგ გავრცელებულ ვიდეოში პლატფორმა 2025-ის დამფუძნებელი, კოკი იონათამიშვილი.

მსგავსი სიახლეები