"არ დავთმობთ მრავალწლიან ისტორიას" - პროფესორებისა და სტუდენტების აქცია სტუ-სთან
პროტესტის მესამე დღე - ამ წუთებში აკადემიური საზოგადოების წარმოამდგენლები სტუდენტებთან ერთად ტექნიკური უნივერსიტეტის შენობასთან აქციას მართავენ და ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე "ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
"არ დავუშვებთ საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის განადგურებას" - აცხადებენ პროფესორები.
ცოტა ხნის წინ სტუდენტებმა ასევე ბანერები გადმოფინეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მეორე სართულიდან წარწერით - არ დავთმობთ სტუ-ს და მის ისტორიას".
გაერთიანებაზე ვერც არგუმენტებს ვხედავთ, ვერც დასაბუთებას, საერთოდ დიალოგი არ ყოფილა. ვითხოვთ დიალოგს, გვანახონ ჩვენზე მეტი ლაბორატორიები, ტექნიკური არსენალი ვის აქვს. რა შეერთება, იქით არ შეიერთოს სტუ-მ თსუ და არ შთანთქოს, ამის საშიშროებაც დგას. რადგან იმხელა სტუ-ს უზარმაზარი ტექნიკური ბაზა აქვს და ჰუმანიტარული მეცნიერებების დღეს ვინ გაიტანს თავს. რომელი სტანდარტი ვერ დავაკმაყოფილეთ - ამაზე არგუმენტი ვინმე თქვა? დარწმუნებული ვარ, ალბათ მინისტრმაც არ იცოდა, აქ რომ მოვიდა. ეს არის ნაჩქარევი, აბსურდული გადაწყვეტილება", - ამბობს სტუ-ს პროფესორი.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.