გეყოთ ვაჟკაცობა - პროფესორის მიმართვა "ოცნების" იმ დეპუტატებს, რომელთაც "სტუ" აქვთ დამთავრებული

31.01.26 15:25
გეყოთ ვაჟკაცობა - პროფესორის მიმართვა "ოცნების" იმ დეპუტატებს, რომელთაც "სტუ" აქვთ დამთავრებული

 

 

გეყოთ ვაჟკაცობა ... - ასე მიმართავს პროფესორი "ოცნების" იმ დეპუტატებს, რომელთაც "სტუ" აქვთ დამთავრებული და მოითხოვს, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ

მოვუწოდებ პარლამენტარებს, რომელთა შორის არის ის ხალხი, ვინც სტუ დამთავრა, გეყოთ ვაჟკაცობა და არ მისცენ ხმა ამ ყოვლად გაუგონარ და რაღაც უაზრო გადაწყვეტილებას. ეს არის ის ხალხი. ასეთ შედომებს თუ არ გამოასწროებენ, მართლაც დაკარგავს ეს ხელისუფლება ავტორიტეტს", - ამბობს  პროფესორი .

ამ წუთებში აკადემიური საზოგადოების წარმოამდგენლები სტუდენტებთან ერთად ტექნიკური უნივერსიტეტის შენობასთან აქციას მართავენ და ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე "ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. 

ცოტა ხნის წინ სტუდენტებმაბანერები გადმოფინეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მეორე სართულიდან წარწერით - არ დავთმობთ სტუ-ს და მის ისტორიას". 

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.