ეკა ბესელია ამბობს, რომ მის შვილზე დაკავების დროს იძალადეს - "ყელზე აქვს ნაჭდევები"

31.01.26 15:48
ეკა ბესელია ამბობს, რომ მის შვილზე დაკავების დროს იძალადეს - "ყელზე აქვს ნაჭდევები"

ეკა ბესელია შვილის, რატი მილორავას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც "მართლმსაჯულების“ სახლის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, მის შვილზე  დაკავების დროს იძალადეს - "ყელაზე აქვს ნაჭდევები".

ბესელიას თქმით, შვილს ღამით სამმართველოებში სამი საათის განმავლობაში ეძებდა.

"რატი პოლიციის მანქანაში ხელბორკილებით  ვნახე და მითხრა რომ ერთმა პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა" - წერს ეკა ბესელია. 

პროპაგანდისტული მედიით ვიდრე დამესხმებით თავს სიმართლე არის ეს : 
 გუშინ ღამის 24 სთ დამირეკეს , რომ ჩემი შვილი რატი საპატრულო პოლიციამ დააკავა  და ძალის გამოყენებით წაიყვანეს . 
  რა დროც გზაში დამჭირდა მივედი ვაკე საბურთალოს გზაზე , სადაც ყავდათ გაჩერებული ავტო/ მანქანა და თავად ჩემი შვილი გადაყვანილი ყავდათ სადღაც …
 როგორც მითხრეს ნასვამი მართავდა მანქანას და საპატრულო პოლიცია დაედევნა , გაჩერდა და ამ დროს წინ მდგომ  ტაქსის ა/ მანქანას მიედო ისე , რომ არც ერთი მანქანა არაა დაზიანებული. 
ტაქსის მძღოლმა განაცხადა , რომ არანაირი პრეტენზია არ ქონდა და გაუშვეს .
მთავარი იწყება ამის შემდეგ : 
ღამის 24 საათიდან 03 საათამდე ვეძებდი ჩემს შვილს და ხან რას მეუბნებოდნენ ხან რას 
, პოლიციის უფროსად ვინც გამეცნო მითხრა , რომ დიღმის სამმართველოშია , წავედით დიღომში და იქ არ იყო ….
როგორც ხდება ამ ბოლო დროს …
 ვეძებეთ , ვრეკეთ და ღამის 03 სთ მოიყვანეს დიღმის სამმართველოში და ადგილები არ ქონდათ .
1 სთ ეზოში ყავდათ გაჩერებული .
ამ დროს ვნახე  რატი პოლიციის მანქანაში ხელბორკილებით და მითხრა რომ ერთმა პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა.
 ვთხოვე მშვიდად ყოფილიყო. 
  ღამე ვერ შევედი და დილით ბევრი ზარის შემდეგ შევედით იზოლატორში როგორც იქნა …
აი ესაა მეორე მთავარი ისტორია - შემომიყვანეს ყელის არეში დაზიანებებით , ხელზე სიწითლეებით …
ახლა 15.35 საათია და არც დამკავებელი ვიცი , არც დაკავების ოქმი მაქვს , არც არაფერი რაც უნდა გადასცე დაკავებულ პირს .
იზოლატორში გამოყვანის წინ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს .. 

ახლადნაოპერაციებია და გავაფრთხილე ნუ ეჯაჯგურებით , საკმარისად აქვს გადატანილი ყველაფერი და არ მინდა იგივეს განმეორება … 
რაც დაარღვია - ადმინისტრაციული წესით აგებს პასუხს , მაგრამ ვინც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა  ( ყელზე ეტყობა ეს ნაჭდევები) და არღვევს ამ დრომდე კანონს - იმის პასუხისმგებლობაზე სამთავრობო პროპაგანდას კითხვა გაუჩდება ? 
4 ადვოკატი ვეძებთ საქმის ავტორს და მასალებს ამ დრომდე ….
  არ მქონდა წერის თავი ისე ვიყავი ემოციურად , მაგრამ ახლა ვწერ რადგან დაიწყო წერა პროპაგანდამ ათასი სიბინძურის გავრცელება  …
 კანონის დაცვას ვითხოვ , ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს!
სხვა არაფრის შიში რომ არ მაქვს , ეს ორივე რეჟიმმა - წინამ და ახლანდელმაც კარგად იცის !", - წერს ეკა ბესელია. 

რატი მილორავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დააკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები