უკრაინის გენშტაბი: ლუგანსკში მტრის Tor-M1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა გავანადგურეთ

31.01.26 16:17
უკრაინის გენშტაბი: ლუგანსკში მტრის Tor-M1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა გავანადგურეთ

უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაიანამ 31 იანვრის ღამეს ლუგანსკის ოლქში, კამენკასთან ახლოს, მტრის კუთვნილი Tor-M1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა გაანადგურეს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქში, რივნეპილიაში, მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრს და ვოსკრესენკაში, რუსეთის ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფის ლოჯისტიკურ საწყობს დაარტყეს.

  • ამასთან, მათივე თქმით, დარტყმა განხორციელდა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის ადგილებზე ზაპოროჟიეს ოლქში, რივნეპილიას, პრივოლეეს და უსპენოვკას რაიონებში და დონეცკის ოლქში, ჩასოვ იართან ახლოს.

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა შეტევა განახორციელეს ბრიანსკის ოლქში მდებარე უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრზეც.

მსგავსი სიახლეები