სტუ-ს რექტორი არ პასუხობს სტუდენტების კითხვას - "კარგია თუ ცუდი 2 უნივერსიტეტის გაერთიანება"
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არ პასუხობს სტუდენტების კითხვას, კარგია თუ ცუდი საუკუნოვანი ტრადიციის მქონე 2 უნივერსიტეტის გაერთიანება. მას დღეს ეს კითხვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ შეკრებილმა სტუდენტებმა დაუსვეს, მათ შორის იყო ლევან ჯაფარიძე, სტუ-ს ყოფილი სტუდენტი და თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე.
ჯაფარიძემ დავით გურგენიძეს სამჯერ გაუმეორა კითხვა იმის შესახებ "მოსწონს თუ არა ორი უნივერსიტეტის გაერთიანების" იდეა, თუმცა რექტორმა კითხვას არ უპასუხა.
დავით გურგენიძე დღეს ახალგაზრდებს და აკადემიურ პერსონალს არწმუნებდა, რომ მათ გარეშე საბოლოოო გადაწყვეტილება არ მიიღება და პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ პოლიტიკას გამიჯნულიყვნენ.
მომეცით საშუალება და მიეცით თქვენს თავს საშუალება, რომ მაღალი აკადემიური განათლებით და გონებით მივუდგეთ ამ საკითხს და გავიდეთ იმ გზაზე, რასაც ეს კედლები იმსახურებენ.
მეცნიერებს და მასწავლებლებს ხომ ფანტაზიის დიდი უნარი გვაქვს - ინტრიგას, ტყუილს პოლიტიკისგან სწრაფვას თავი დაანებეთ. ყველაფერში იქნება სიწყნარე. მე ეჭვი არ მეპარება. არც პრემიერი, ბატონი ირაკლი კობახიძე, არც ბატონი მინისტრი, არც სამთავრობო გუნდი არ გააკეთებს უთქვენოდ რამეს. მერწმუნეთ ეს. მე ჯერ არ ვიცი პოზიცია, რაც ჩვენთვის, თქვენთვის, უნივერსიტეტისთვის იქნება კარგი, რომ მოვისმენ (გეტყვით).
ჩემი პოზიცია არის ის, რომ ყველას ველაპარაკო და თქვენთან ერთად გადავწყვიტო ჩვენი გადასაწყვეტი", - ამბობს რექტორი.
- სტუ-სთან 14:00 საათიდან არიან შეკრებილები ახალგაზრდები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ისი ორი უნივერისტეტის გაერთიანების შესახებ "ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათთან რექტორი ცოტა ხნის წინ გამოვიდა.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.