ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მივმართე - ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი

31.01.26 17:37
ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მივმართე - ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი

 

 

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი  ყანდაშვილი ირწმუნება, რომ ადვოკატების დამოუკიდებლობას საფრთხე არ დაემუქრება.

როგორც ყანდაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, იურიდიული დახმარების შესახებ კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით, ასოციაციამ უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოითხოვა პროცესში ჩართულობა. 

მაქვს მოლოდინი, ორშაბათს იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელ პირთან შეხვედრის - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა. 

გუშინ აღნიშნული კანონის პროექტის ცვლილებების საჯაროდ გახდომის შემდეგ, გარკვეული მოსაზრებები დაფიქსირდა საზოგადოებაში, მათ შორის ადოკატთა ასოციაციის და ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობის რისკებთან დაკავშირებით, მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხი გამორიცხულია. ადვოკატთა საქმიანობის დამოუკიდებლობა კონსტიტუციური სტანდარტით არის დაცული. 

რაც შეეხება იურიდიული დახმარების შესახებ კანონის ცვლილებების პროექტს, ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა საჯარო განცხადება. მე მქონდა კომუნიკაცია და მათ შორის ამ საჯარო განცხადებით მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, მოვითხოვეთ ამ პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობა. დღეს კომუნიკაცია შედგა საქართველოს პარლამენტთან. მაქვს მოლოდინი, ორშაბათს იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელ პირთან შეხვედრის", - ამბობს ირაკლი ყანდაშვილი. 

იურიდიული დახმარების სამსახური ირაკლი კობახიძის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. იურიდიული დახმარების სამსახური  მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი "ოცნების" პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

 ცვლილების შემდეგ სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებული იქნება ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის ნაცვლად, ირაკლი კობახიძეს წარუდგინოს. 

ამასთან, სწორედ კობახიძეს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.

მსგავსი სიახლეები