აქცია პარლამენტთან - გზა ნაწილობრივ გადაკეტილია

31.01.26 21:23
აქცია პარლამენტთან - გზა ნაწილობრივ გადაკეტილია

 

 

„დაიცავი განათლება“, მარშის მონაწილეები  რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებს შეუერთდნენ, სადაც 430-ე დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.  ამ წუთებში მოქალაქეებს საავტომობილო გზის ნახევარი გადაკეტილი აქვთ.

საქართველოს მოქალაქეებმა დღეს გააპროტესტეს "ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანება იგეგმება.

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და პარლამენტამდე მარშით მივიდნენ. 

უწყვეტი პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია -  დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
 

მსგავსი სიახლეები