ივანიშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოს პორტები პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის სათამაშო მოედნად აქცია - უილსონი
ივანიშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოს პორტები პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის სათამაშო მოედნად აქცია, - ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. უილსონი ეხმაურება "აი ფაქტის" ინფომრაციას, რომელმაც დაადგინა, რომ 2024-26 წლებში საქართველოში 19 გემი იმყოფებოდა, რომელიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
უილსონი პირდაპირ წერს, რომ სანავიგაციო იდენტიფიკაციის სისტემის მანიშნებლების გამორთვა "სისხლიანი ნავთობის" გადასაზიდად, ომის დანაშაულში მონაწილეობაა.
აღმაშფოთებელია! მაშინ, როდესაც უკრაინელები სიცოცხლისთვის იბრძვიან, ვრცელდება ახალი ანგარიში იმის შესხებ, თუ როგორ აქცევს ივანიშვლის მმარიონეტული რეჟიმი საქართველოს პორტებს პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის სათამაშო მოედნად. სანავიგაციო იდენტიფიკაციის სისტემის მანიშნებლების გამორთვა "სისხლიანი ნავთობის" გადასაზიდად, არის ომის დანაშაულებში თანამონაწილეობა, - წერს უილსონი.