ცეცხლსასროლი იარაღების და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ - შსს

01.02.26 12:58
ცეცხლსასროლი იარაღების და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ - შსს

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, 38 ვაზნა, მჭიდი და მცირეკალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები