არ ვთმობთ სტუ-ს! ხელები შორს სტუ-გან! - სტუდენტები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები "ოცნების" გადაწყვეტილებას ორი უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე, მწვავედ აპროტესტებენ. ახალგაზრდები პირდაპირ ამბობენ, რომ სტუ-ს არ თმობენ და არ სურთ, რომ საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი გაუქმდეს.
არ ვთმობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. არ მინდა, რომ ამ ხელისუფლების ხელში იყოს ჩვენი უნივერსიტეტი და ამათ ბედზე იყოს ჩენი უნივერსიტეტი. არ მინდა, რომ ჩენი უნივერსიტეტის 104 წლიან ისტორია სამუდამოდ უკვალოდ წაიშალოს, - ამბობს ნუცა ხუჯაძე.
სტუდენტები მიიჩნევენ, რომ "ოცნება" განათების სისტემას სრულიად ანგრევს.
მე ამ უნივერსიტეტში ჩავაბარე იმიტომ, რომ მინდოდა აქ ჩაბარება, მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და დაანებეთ თავი ჩვენს უნივერსიტეტს. ხელები შორს სტუსგან! რატომ მოუვიდათ, საერთოდ, თავში აზრად ასეთი ქმედება, მიუღებელია, წარმოუდგენელია და შთაბეჭდილება მრჩება, რომ სრულიად ანგრევენ განათლების სისტემას, - ამბობს კიდევ ერთი სტუდენტი.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ აკადემიური სფეროს წარმოამდგენლები.