ნაძალადევის რაიონში, ვეშაპურის ქუჩაზე ხანძარი იყო
ნაძალადევის რაიონში, ვეშაპურის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი თავდაპირველად ერთ ბინაში გაჩნდა, თუმცა მალევე კიდევ ოთხ ბინაზე გავრცელდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროსადენების გაუმართავობა გახდა.
რაც გვქონდა მთელი ცხოვრება ნაწვალები, ყველაფერი დაიწვა. ახალი გაკეთებული გაყვანილობა, ყველაფერი... რა ვქნათ, ორი სტუდენტი დამრჩა ტიტველი, აკანკალებული ზის აგერ, მეორე აბიტურიენტია. სამუშაოზე ვიყავი, ბავშვმა დამირეკა და ამოვედი, სახანძროებიც მოსული იყო, - ამბობს ადგილობრივი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.