იურიდიული დახმარების სამსახური კობახიძის დაქვემდებარებაში - ადვოკატები კონტროლის რისკზე საუბრობენ

01.02.26 20:35
იურიდიული დახმარების სამსახური კობახიძის დაქვემდებარებაში - ადვოკატები კონტროლის რისკზე საუბრობენ

„ქართული ოცნება“ იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. პარლამენტი ცვლილებებს ხვალიდან განიხილავს, რომლის მიხედვითაც იურიდიული დახმარების სამსახური "ოცნების" პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადადის.

უფლებადამცველები და იურისტები აცხადებენ, რომ ივანიშვილის პარტიის მიერ მომზადებული პროექტი საფრთხეს უქმნის როგორც დაკავებულ პირთა უფლებებს, ისე ადვოკატების პროფესიულ დამოუკიდებლობას. მათი შეფასებით, ცვლილებებმა შესაძლოა გაზარდოს პოლიტიკური გავლენა იურიდიულ დახმარებაზე.

კრიტიკოსების თქმით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან ის ადვოკატები, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებზე მუშაობენ. მათი განმარტებით, ხელისუფლებასთან კონფლიქტი ან კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება მომავალში შესაძლოა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაზე უარყოფითად აისახოს, მათ შორის ლიცენზიის შეჩერების რისკით.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები