ჯარიმა თუ 60 დღემდე პატიმრობა - საქალაქოში რატი მილორავას პროცესი მიმდინარეობს

01.02.26 20:24
ჯარიმა თუ 60 დღემდე პატიმრობა - საქალაქოში რატი მილორავას პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში "ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ეკა ბესელიას შვილის პროცესი მიმდინარეობს. უკვე სამი საათია მოსამართლე მანუჩარ ცაცუა რატი მილორავას საქმეს განიხილავს.

ცნობილია ასევე, რომ პროცესზე შსს-ს წარმომდგენელმა სამი მოწმე პოლიციელი მიიყვანა. ერთ-ერთმა პოლიციელმა სხდომაზე თქვა, რომ მილორავამ, რომელიც პოლიციის შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისთვის არის დაკავებული, ერთ-ერთ სამართალმდაცველს ლოყაზე უჩქმიტა.

პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობს თავად ბრალდებულიც. რატი მილორავამ სხდომათა დარბაზში თქვა, რომ მისი ძალადობრივად დაკავების საჭიროება არ არსებობდა. 

ნასვამი ვიყავი, ვაღიარებ, ვინანიებ. დიღმიდან წავედი საბურთალოზე, ვინ რა მომიწოდა არ მახსოვს, არ ვიცი, არაფერი მესმოდა, იმიტომ რომ ტელეფონზე ვააუბრობდი. ჩემ ცოლთან მივდიოდი, სპიკერი მქონდა ჩართული, რომც დაეძახათ ვერ გავიგებდი.

ამბობს, ერთ წითელზე გაიარა, მერე მეორეზეოო და ბოლოს, როგორ მოხდა ერთმა ეკიპაჟმა გამაჩერა? თუ ვინმეს რამე ვუთხარი, ან შევაგინე, ეს მოხდა იმიტომ, რომ დაზიანებები მომაყენეს. პოლიციის ეზოში რომ გამოვფხიზლდი, მხოლოდ ამაზე მქონდა პრეტენზია, იმიტომ, რომ მეტყობოდა დაზიანებები ყელზე და ამას, იმედია, თქვენც ხედავთ.

რა შეჯახებაზე საუბრობთ, ბატონო, ბუბა? არცერთი ავტომობილი არ არის დაზიანებულია, ტყუილია ეს, - თქვა პროცესზე მილორავამ. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები