ეკა ბესელიას ვაჟი, რატი მილორავა მოსამართლემ 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა
პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერის, ეკა
ბესელიას ვაჟი რატი მილორავა მოსამართლე
მანუჩარ ცაცუამ 5 დღიან ადმიმისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.
რატი მილორავა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს.
ეკა ბესელიამ მალევე გაავრცელა ცნობა, რომ მისი შვილის დაკავებისას პოლიციამ დაკავებულზე იძალადა.