საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

02.02.26 12:14
საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა. ინფორმაციას  „ბიზნესპრესნიუსი“  ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მათ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში განუცხადეს, რომ ამჯერად კოლოფზე ფასმა საშუალოდ 20-30 თეთრით მოიმატა.

აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული სიგარეტი ახალი წლის შემდეგ უკვე მეორედ გაძვირდა, ჯამში, ერთი თვის განმავლობაში ერთ კოლოფ თამბაქოზე ფასი 40-60 თეთრით გაიზარდა.

ცნობისთვის, თამბაქოს გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები გახდა, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ღირებულება 85 თეთრით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები