ჯაბა სამუშია სტუდენტებს ხვდება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი, რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრაზე შევიდა.
სტუდენტები თსუ-ს პირველ კორპუსთან აქციას მართავდნენ და აკადემიური საბჭოს შეხვედრაზე დასწრებას მოითხოვდნენ, თუმცა არ შეუშვეს.
აკადემიური საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტების მოთხოვნით, რექტორ ჯაბა სამუშიასთან შესახვედრად რამდენიმე სტუდენტი შევიდა.
ასევე, თსუ-ს ეზოში კვლავ რჩებიან სტუდენტები და ლექტორები, რომლებიც ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანებას აპროტესტებენ.